დღის თემები
» » “ვცდილობდით ეს პრობლემა შიგნით მოგვეგვარებინა, სამწუხაროდ ყველა პრობლემის სათავე ქევხიშვილია”

“ვცდილობდით ეს პრობლემა შიგნით მოგვეგვარებინა, სამწუხაროდ ყველა პრობლემის სათავე ქევხიშვილია”

4-05-2018, 17:13
ნანახია: 299

ძიუდოს ნაკრების წევრი და მსოფლიო ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ საუბარი არ სურდათ და ამ სიტუაციის მოგვარებისთვის თავად ფედერაციის ხელმძღვანელობასაც არა ერთხელ მიმართეს, მაგრამ სიტუაცია არ გამოსწორდა. მისი თქმით, სპორტსმენებს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ყველაზე მეტად არ სურთ.

ლიპარტელიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს შეჯიბრზე წასვლა სხავადასხვა ქვეყნებში საკუთარი ხარჯებით წასვლა უწევთ. მიუხედავად ამისა, ისინი ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდნენ. მათ სურდათ, რომ ეს პრობლემა დიდ ოჯახში შიგნით მოგვარებულიყო. ის ყველა გულშემატკივარს და იმ პირებს მოუწოდებს დახმარებისკენ, რომლებსაც ძიუდოს ნაკრების სპორტსმენების მხადაჭერა შეუძლია. ლიპარტელიანი და ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

"უბრალოდ გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ ქართულ ძიუდოს და არ იფიქროთ ერთი წუთითაც კი, რომ ჩვენს უკან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი დგას. ეს არის გულიდან წამოსული ტკივილი. აქამდე ძალიან ვცდილობდით, რომ ეს პრობლემები შიგნით მოგვეგვარებიან, მაგრამ არაფერი არ გამოდის. დავით ქევხიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ამიტომ ყველა პრობლემის თავი ეს ადამიანია”,-განაცხადა ლიპარტელიანმა "იმედთთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი გადააყენეს – ინფორმაციას ადასტურებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

დავით ქევხიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაც გაავრცელა სადაც გულშემატკივრებს თელ-ავივში მომხდარი ფიასკოსთვის ბოდიშს უხდის.ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე პირველად დაბრუნდნენ.

მანამდე კი სპორტსმენი ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემების მთავარი სათავე დავით ქევხიშვილია, რომლიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android