დღის თემები
» » ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარია

1-05-2018, 00:40
ნანახია: 1128

ბორჯომის მუნიციპალიტეტ სოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის, – ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყეში, კლდოვან ადგილზეა გავრცელებული. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ხოლო უშუალოდ ხანძრის კერასთან ცოცხალი ძალა და ტყის მცველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რათა ხანძრის გავრცელება არ მოხდეს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android