დღის თემები
» » სამართალდამცველები, მოსახლეობა და მშობლები ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ

სამართალდამცველები, მოსახლეობა და მშობლები ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ

24-04-2018, 10:50
ნანახია: 2118

ბათუმში ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ. მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გოგონას დედა მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც პოლიციაში განცხადება შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "დიანიუსს” განუცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android