დღის თემები
» » „დოიჩე ველე აკადემია" ტელეკომპანია ,,დია“-ს აუდიტორიის რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას ჩაატარებს

„დოიჩე ველე აკადემია" ტელეკომპანია ,,დია“-ს აუდიტორიის რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას ჩაატარებს

1-04-2018, 18:05
ნანახია: 1064

„დოიჩე ველე აკადემია" ტელეკომპანია ,,დია“-ს აუდიტორიის რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას ჩაატარებს

DW Akademie-ის თბილისის ოფისში, პროექტის „მედიის მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა. DW Akademie-ის წარმომადგენლებმა და პროექტში გამარჯვებული ტელევიზიების დირექტორებმა 2018 წლის სამუშაო გეგმა განიხილეს. როგორც „დიანიუსს" ტელეკომპანია „დია"-ს დირექტორმა მაია ტატულაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ტელეკომპანია „დია"-ს და პროექტში გამარჯვებული კიდევ ორი ტელევიზიის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „გურჯაანის"საჭიროებები. ტატულაშვილის თქმით, „დოიჩე ველე აკადემია" პარტნიორ-მაუწყებელს სთავაზობს: კონსულტაციებსა და ტრენინგებს მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში. ასევე ტრენინგებს საჭიროების მიხედვით. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ განხორციელდება პარტნიორი მაუწყებლის აუდიტორიის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა. კვლევის შედეგები კი შესაბამის მაუწყებელთან ერთად იქნება განხილული. „დოიჩე ველე აკადემია" პარტნიორ მაუწყებლებს ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაშიც დაეხმარება, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს მაუწყებლის მიერ კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების პროგრამირებაში ასახვა. ტელეკომპანია ,,დია", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „გურჯაანი" DW Akademie-ის კონკურსის, „მედიის მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში" გამარჯვებულები გასულ თვეში გახდნენ.

„დოიჩე ველე აკადემია" ტელეკომპანია ,,დია“-ს აუდიტორიის რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას ჩაატარებს


скачать dle 10.3Скачать игры для Android