დღის თემები
» » გორში ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ

გორში ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ

31-03-2018, 14:15
ნანახია: 528


 

ქართული ოცნების დელეგაციები გორის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოზიციაზე გორის არჩეული მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, არჩევის შემდეგ, თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერი და გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარალელურად იქნება.

ღონისძიებას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. შეხვედრაზე არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

,,დიანიუსის" ინფორმაციით, დღესვე პრემიერ–მინისტრი შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს, "ქართული ოცნების" ყრილობაზე წარადგენს.

ცნობისთვის, გორის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ამ დრომდე ქარელის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი თოთლაძე იკავებს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android