დღის თემები
» » მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს

მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს

5-07-2017, 17:52
ნანახია: 848

მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს

შსს- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს. შსს- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს- სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android