დღის თემები
» » გორში, ციური ბარჯაძე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს (ფოტო)

გორში, ციური ბარჯაძე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს (ფოტო)

5-07-2017, 15:31
ნანახია: 5204

გორში, ციური ბარჯაძე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს (ფოტო)

 

,,გაჰყვება ბავშვობას ლამაზი სიზმრები!" -ამ სლოგანით გააცილეს,# 1 საბავშვო ბაღიდან უფროსი ჯგუფების აღსაზრდელები და გორის ცენტრალურ პარკში სიმბოლური ღონისძიება მოაწყეს. პატარებმა ფლეშმობი წარმოადგინეს და დამსწრეებს ემოციური სანახაობა შესთავაზეს. აღსაზრდელების მსგავსად ემოციებს ვერ მალავდნენ დღეს პედაგოგებიც, მათ, ბავშვებს ბაღიდან სკოლამდე მისასვლელი გზა დაულოცეს. დღესვე, ერთ-ერთი პედაგოგი ციური ბარჯაძე, 35 წლიანი სტაჟისა და პატარების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა დედამიწის მოხაზულობის წრე გაშალეს და საკუთარი გზავნილები, ფერადი ბურთების სახით საკუტარ წარმოსახვაში არსებულ კოსმოსში გაგზავნეს. მათ ბავშვური სამყარო საყვარელი ზრაპრების გმირებმა გაულამაზეს.

გორში, ციური ბარჯაძე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს (ფოტო)

გორში, ციური ბარჯაძე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოეს (ფოტო)

скачать dle 10.3Скачать игры для Android