დღის თემები
» » „უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე" - გიორგი გაბუნია

„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე" - გიორგი გაბუნია

21-03-2018, 13:00
ნანახია: 929

„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი,"- ეს განცხადება „რუსთავი 2"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გააკეთა, რომელიც ერთი საათია, ისევ გამომძიებლის კითხვებს პასუხობს.

ის ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარებს. გიორგი გაბუნიას თქმით, მუქარის გამო, იძულებულია დაცვით იაროს.

„თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით,"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android