დღის თემები
» » იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია იმართება

იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია იმართება

8-03-2018, 16:21
ნანახია: 1525

იუსტიციის უმაღლეს სახლთან ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია, "მე ვარ ქალი – აღიარე” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  

 იუსტიციის სახლთან, კონტრაქციის წარმომადგენლებმა კვერცხები დაუშინეს, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირი გურამ ფალავანდიშვილი დააკავა. კონტრაქციის წარმომადგენლებმა ასევე გააკეთეს განცხადება, ისინი ხელისუფლებას ლგბტ პირების პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა დიდ პრობლემებს უქმნის.

აღნიშნული აქციის კონტრაქციას იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია ”ზნეობის” წარმომადგენლებიც მართავენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

скачать dle 10.3Скачать игры для Android