დღის თემები
» » ტელეკომპანია „დია“ „დოიჩე ველე“ აკადემიის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ტელეკომპანია „დია“ „დოიჩე ველე“ აკადემიის კონკურსის გამარჯვებული გახდა

7-03-2018, 11:02
ნანახია: 1443

ტელეკომპანია „დია“ „დოიჩე ველე“ აკადემიის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ტელეკომპანია „დია" „დოიჩე ველე" აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის,  "მედიის მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში" გამარჯვებული გახდა. როგორც „დიანიუსს" ტელეკომპანია „დია"-ს დირექტორმა მაია ტატულაშვილმა განუცხადა,  აღნიშნული პროექტის გამარჯვებული 3 მაუწყებელი დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია.  
„დოიჩე ველე აკადემია" პარტნიორ-მაუწყებელს სთავაზობს:
– კონსულტაციებსა და ტრენინგებს მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში;
– ასევე სხვა სახის ტრენინგებს საჭიროების მიხედვით;
– წელიწადში ორჯერ განხორციელდება პარტნიორი მაუწყებლის აუდიტორიის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა ვიდეო-მეტრიქსის აპლიკაციისა და ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის მეშვეობით (აღნიშნული აპლიკაცია შექმნილია „დოიჩე ველე აკადემიის" მიერ). კვლევის შედეგები კი შესაბამის მაუწყებელთან ერთად იქნება განხილული;
– კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაუწყებელს გავუწევთ კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მცირე ტექნიკურ აღჭურვილობის შეძენა, რათა ხელი შევუწყოთ მაუწყებლის მიერ კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების პროგრამირებაში ასახვა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android