დღის თემები
» » ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით გორში წამახალისებელი ღონისძიებები მიმდინარეობს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით გორში წამახალისებელი ღონისძიებები მიმდინარეობს

1-07-2017, 18:52
ნანახია: 884

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით გორში წამახალისებელი ღონისძიებები მიმდინარეობს

 

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით გორში წამახალისებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.ამის შესახებ „დიანიუსს" მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. გორის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მინი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო და მსურველებს შორის პენლების დარტყმასა და ბურთის აკენწვლაში შეჯიბრება გაიმართა. გამოვლენილი გამარჯვებულები ბურთებითა და ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთებით დაჯილდოვდნენ, მაყურებლებს კი ჩემპიონატის თამაშების პროგრამის ამსახველი ფლაერები და მაისურები დაურიგდათ. წამახალისებელ ღონისძიებაში შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრომოაქცია დღეს ბურჯანაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება, სადაც ხმაურითა და ყიჟინით ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წამოსული ახალგაზრდები 17:00 საათზე შეიკრიბებიან. აქვე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით. ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი გორში 2 ივლისს 20:00 საათზე გაიხსნება და 15 ივლისამდე გასტანს. ჩემპიონატის ფარგლებში გორის სტადიონი 2, 6, 8 და 9 ივლისს ა და ბ ჯგუფის 4 შეხვედრას უმასპინძლებს. თამაშები 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 2 ლარია და მათი შეძენა ინტერნეტითwww.tkt.ge/u19-ზეაშესაძლებელი.

скачать dle 10.3Скачать игры для Android