დღის თემები
» » საქართველოში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

საქართველოში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

28-02-2018, 18:54
ნანახია: 565


საქართველოში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი სტანისლას ფროსარდი, საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად სტუმრობს. მხარეებს შორის შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, სადაც ევროპის საბჭოს ექსპერტებს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა უმასპინძლეს. ეპასის საკონსულტაციო ჯგუფის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოში, სპორტის სფეროში არსებული ვითარების გადამოწმებას და საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მოსმენას. შეხვედრაზე, ექსპერტთა ჯგუფს წარედგინა ანგარიში საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობის, სპორტში სახელმწიფო დაფინანსების, საქართველოს მიერ ევროპის სპორტის ქარტიისა და სპორტის ეთიკის კოდექსის დებულებების ეფექტიანი შესრულების შესახებ. ასევე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, რომელზეც უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა. 
საქართველოში საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში ეპასის ექსპერტები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ასევე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ეპასის მინისტერიალს მასპინძლობს.
скачать dle 10.3Скачать игры для Android