დღის თემები
» » ,,მეგობრობის თასის" მფლობელი გორის მერია გახდა

,,მეგობრობის თასის" მფლობელი გორის მერია გახდა

1-07-2017, 13:11
ნანახია: 1006

,,მეგობრობის თასის" მფლობელი გორის მერია გახდა

ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეულთან დაკავშირებით, სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში რეგიონის მასშტაბით სულ 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალში კი ერთმანეთს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის და ქალაქ გორის მერიის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის სახელწოდებით ,,მეგობრიბის თასი" გამარჯვებული ქალაქ გორის მერიის გუნდი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2–დან 15 ივლისის ჩათვლით საქართველო ევროპის ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. მასპინძელ ქალაქებს შორისაა გორი, სადაც ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები თენგის ბურჯანაძის სახელობის გორის ,,დილას" სტადიონზე გაიმართება. ტურნირის დაწყებას მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებებით ხვდებიან.скачать dle 10.3Скачать игры для Android