დღის თემები
» » სუს-ის მოთხოვნით 3 საათზე ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრა გაიმართება

სუს-ის მოთხოვნით 3 საათზე ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრა გაიმართება

26-02-2018, 14:16
ნანახია: 552


სუს-ის მოთხოვნით 3 საათზე ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრა გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დღეს ერგნეთში 3 საათზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები" – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

скачать dle 10.3Скачать игры для Android