დღის თემები
» » რობაქიძის საქმეში ვიდეო კადრები არსებობს, რომელსაც პროკურატურა მალავს – გურამ დონაძე

რობაქიძის საქმეში ვიდეო კადრები არსებობს, რომელსაც პროკურატურა მალავს – გურამ დონაძე

20-02-2018, 16:38
ნანახია: 725

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ დღეს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ვიდეომასალის ერთი ნაწილის უცნობი დეტალები გაასაჯაროვა. დონაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიდეო წარმოადგინა, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს, გასროლის შემდეგაა გადაღებული.
მისი განცხადებით, ეს არის უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ დაჭრილი რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო პროკურატურის მოწმე, გოჩა მუკბანიანი დამატებით კიდევ ერთხელ გადასცემს 022-ს, რომ დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი და არიან დაჭილები. დონაძის თქმით, ვიდეომასალაში, ერთ ერთი დაკავებულის მაჯის საათზე ფიქსირდება ზუსტი დროც, რომელიც ექსპერტიზითაც დადასტურებულია:
"ეს არის ვიდეო კადრი, რომლზე საუბარი არც პროკორატურას არ სურს და ფაქტებს მალავს. ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეო კადრი ასევე უწყვეტი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში ნაპოვნ იარაღებს იღებენ და აქეთ იქით დაატარებენ.
პროკურატურის ცრუ მოწმე მუკბანიანი ამავე კადრში დამატებით კიდევ ერთხელ გადასცემს 022-ს ინფორმაციას, რომ დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი. ამავე უწყვეტ ნაწილში ერთ ერთი დაკავებულის ხელზე ჩანს მაჯის საათი და ფიქსირდება დრო. ექსპერტიზით დადასტურებულია ეს დრო და ეს არის 02 საათი და 20 წუთი. სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მიდის 02 საათსა და 22 წუთზე. ხოლო გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე გამოძიებით დადგენილი დროით ფიქსირდება 02 საათსა და 31 წუთზე”,-აცხადებს დონაძე, რომელმაც ანძის მონაცემებიც წარმოადგინა.
გურამ დონაძის განცხადებით, აღნიშნული ვიდეომასალა აქვს პროკურატურას და ის საქმის მასალებშიც დევს. მისი თქმით, ვიდეოს ის სასამართლო პროცესებზეც წარადგენს.
скачать dle 10.3Скачать игры для Android