დღის თემები
» » ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა

ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა

19-02-2018, 16:23
ნანახია: 583


ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა

თბილისში ახალი სპორტკომპლექსი საწყლოსნო გაიხსნა. კომპლექსში წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის" აკადემიის სპორტსმენები, ცურვისა და წყალბურთის სწავლებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართავენ . სპორტკომპლექსი კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა, "დინამო თბილისის" დამფუძნებლები და საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრები. ბავშვთა სავარჯიშო სპორტული პროგრამის შედგენაში მონაწილეობა უცხოელმა ექსპერტებმა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ მიიღო. პროგრამის განხორციელებასა და ვარჯიშებში, საქართველოს წყალბურთელთა და მოცურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მოქმედი წევრები არიან ჩართული. ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს.

ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა

ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა

скачать dle 10.3Скачать игры для Android