დღის თემები
» » საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

15-02-2018, 11:59
ნანახია: 622

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება. ისტორიული ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელის ზოი ვიტაკერის ინიციატივით დაიგეგმა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
რბოლა საქართველოში მაისში ჩატარდება და 4 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ჩავლენ კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებში, სოფლებში და გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას.
რბოლა თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია. ზოე ვითაკერს დაგეგმილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ტურების მოწყობა.
საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა, ამ ტურის დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება.
скачать dle 10.3Скачать игры для Android