დღის თემები
» » ხაშურში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა

ხაშურში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა

29-06-2017, 14:01
ნანახია: 763

ხაშურში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა

დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლიტვის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობის დეტალები, რომელიც ლიტვის საელჩოს ინიციატივით და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნება. შეხვედრის ბოლოს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ლიტვური მხარის წარმომადგენელმა არქიტექტორმა რიტის ციკანავიჩუსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა ხაშურში ორი ქვეყნის - ლიტვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არის დაგეგმილი. скачать dle 10.3Скачать игры для Android