დღის თემები
» » თეატრის თანამშრომლები გაიფიცნენ

თეატრის თანამშრომლები გაიფიცნენ

9-02-2018, 13:11
ნანახია: 611

თეატრის თანამშრომლები გაიფიცნენ


ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში დღეისათვის დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება. ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზი შენობაში არსებული მძიმე მდგომარეობაა. ამის შესახებ 1tv წერს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება და შენობა არ განახლდება.
ფოთის თეტრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შენობა კვლავ ავარიულია. რამდენიმე დღის წინ შენობაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ორი წლის წინ კი, ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც მემანქანე დაშავდა. იგი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.скачать dle 10.3Скачать игры для Android