დღის თემები
» » გადწყვეტილება მიღებულია-დერქმევა თუ არა გორის ცენტრს „ევროპის მოედანი“

გადწყვეტილება მიღებულია-დერქმევა თუ არა გორის ცენტრს „ევროპის მოედანი“

28-06-2017, 13:12
ნანახია: 3091

გადწყვეტილება მიღებულია-დერქმევა თუ არა გორის ცენტრს „ევროპის მოედანი“

 

გორის ცენტრალურ მოედანს, ადგილს სადაც სტალინის ბრინჯაოს მონუმენტი სამოც წელზე მეტ ხანს იდგა და სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ჭურვები ცვიოდა, „ევროპის მოედანს" აღარ დაარქმევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ გორის საკრებულოს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მიიღო, რომლის ხელძღვანელიც პაპუნა კობერიძეა. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის დადებიდან გამომდინარე, საკითხი უახლოეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშიც ვეღარ მოხვდება. გადაწყვეტილების მიმღები პირები განმართავენ, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ფაქიზად მისაღებია და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე ერთი ხელის მოსმით და ნაჩქარევად ვერ გადაწყდება.

შეგახსენებთ, გორის ცენტრალური მოედნისთვის, სახელის დარქმევის ინიციატივა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ თედლიაშვილს ეკუთვნის. ის სადგურის დასახლებაში, ქარხსნის ქუჩის სახელის, ანა სოლოღაშვილის სახელით ჩანაცვლებასაც ითხოვდა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android