დღის თემები
» » ბორჯომი-თბილისის მატარებელი გომში გაფუჭდა

ბორჯომი-თბილისის მატარებელი გომში გაფუჭდა

31-01-2018, 20:55
ნანახია: 1687

ბორჯომიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებლი გზაში გაფუჭდა. მატარებელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. როგორც მგზავრები ამბობენ, მატარებლის ერთ-ერთი დეტალი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც პრობლემის გადაჭრას ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ. როგორც მგზავრები ,,დიანიუსთან" საუბარში ამბობენ, მატარებლის გადაყვანა ლოკომოტივის საშუალებით მოხდა.
„სამწუხაროდ, მატარებლის ერთ-ერთი დეტალი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც მატარებლის შეფერხება გამოიწვია. უკვე ერთი საათია გაჩერებულები ვართ და პრობლემის გადაჭრას ველოდებით." - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი. скачать dle 10.3Скачать игры для Android