დღის თემები
» » „ბოლო ათი თვეა, ცხოვრებისეული პრობლემები მაქვს" - დავით ქაცარავა

„ბოლო ათი თვეა, ცხოვრებისეული პრობლემები მაქვს" - დავით ქაცარავა

31-01-2018, 18:12
ნანახია: 2045

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი და აქტივისტი დათო ქაცარავა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გულის პრობლემის გამო მოხვდა.ამის შესახებ ქაცარავამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

"24 იანვარს სახლში ვიყავი, გამთენიისას ლავიწის ძვალთან ჭვალი ვიგრძენი და ტკივილიც სწრაფად გაძლიერდა. ჩემი მშობლები ექიმები არიან და ოჯახმა სასწრაფოს გამოძახების გადაწყვეტილება მალევე მიიღო. მე კი გადავწყვიტე, ჩაფიძის გულის კლინიკაში დამოუკიდებლად წავსულიყავი.
შევედი თუ არა საავადმყოფოში, ძალიან ცუდად გავხდი. საბედნიეროდ, მაგარი ექიმები დამხვდნენ. რამდენიმე წუთში დამაძინეს ან გავითიშე, ეს უკვე აღარ მახსოვს. რეანიმაციულ განყოფილებაში დამაწვინეს. შემდეგ ინტენსიურში გადამიყვანეს და ორი დღე პალატაში გავატარე.

გამოკვლევები ჯერჯერობით არ არის დასრულებული, თუმცა საბედნიეროდ, დიდი ცვლილებები სისხლძარღვების ან რომელიმე ორგანოსი, მათ შორის, გულის, არ აღინიშნება. ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი მაქვს და ყველაფერს გაუძლო.
ცხოვრებაში პირველად მოვხვდი საავადმყოფოში. გულის პრობლემა, რომელიც საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა, ნერვიულობის ფონზე შემექმნა. საბედნიეროდ, მალე გამომწერეს საავადმყოფოდან.
ბოლო ათი თვეა, საკმაოდ მძიმე ცხოვრება მიწევს. ყველაფერი ნერვულმა სტრესმა გამოიწვია.
ბოლო ათი თვეა, რაც ცხოვრებისეული პრობლემები მაქვს, მაგრამ პირად პრობლემებზე საჯარო საუბარი არ მიყვარს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთი თვეა, რაც ვმორიგეობთ და ემოციის გარეშე არც ამ სიტუაციის ყურებაა მარტიცი. ალბათ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ამიტომაც იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე" - ამბობს კაცარავა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android