დღის თემები
» » ტელეკომპმანია „დია“-ს თანამშრომლები სტაჟირებას ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაივლიან

ტელეკომპმანია „დია“-ს თანამშრომლები სტაჟირებას ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაივლიან

24-01-2018, 11:48
ნანახია: 806

ტელეკომპმანია „დია"-ს თანამშრომლები გადამზადებას ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ერიში მდებარე ტელევიზია ,,დაბლიუ აი სიუში" გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებს საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია მათეშვილმა მიაწოდა. იგი ტელევიზიის თანამშრომლებს პროგრამის უფროს ოფიცერთან ერთად შეხვდა, სარა ბუშმანი აირექსის ვაშინგტონის ოფისში მუშაობს და საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება.
ტელეკომპანია „დია" საქართველოს მედიაპარტნიორობის გამარჯვებული გასული წლის შემოდგომაზე გახდა, პროგრამის ფარგლებში 2018-19 წწ „დია"-ს თანამშრომლები ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით აიმაღლებენ კვალიფიკაციას საინფორმაციო გადაცემის მომზადების, ციფრული კონტენტის წარმოების, სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობის, მედია მენეჯმენტის, შემოსავლის გენერირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ახალი მედიის და სხვა, მათთვის საინტერესო სფეროებში.პროგრამა ამერიკის საელოჩოს დაფინანსებით ხორციელდება
скачать dle 10.3Скачать игры для Android