დღის თემები
» » პრეზიდენტი ხურვალეთში – მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

პრეზიდენტი ხურვალეთში – მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

31-12-2017, 14:54
ნანახია: 683

საქართველოს პრეზიდენტი გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს საახალწლო საჩუქრები და ფოტოალბომი გადასცა, ალბომში დათა ვანიშვილი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთადაა აღბეჭდილი.გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი 2018 წელი იმ ადგილიდან მიულოცა, რომელიც მისივე თქმით, ქვეყანას ყველაზე მეტად სტკივა. გიორგი მარგველაშვილი ასევე ხურვალეთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ საახალწლო ნობათი გადასცა.
ქვეყნის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ეს მავთულხლართები აქ აღარ იქნება.скачать dle 10.3Скачать игры для Android