დღის თემები
» » 22 წლის გოგონას აღენიშნებოდა ემოციური მდგრადობის დარღვევა-სასწრაფოს პირველი კომენტარი დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე

22 წლის გოგონას აღენიშნებოდა ემოციური მდგრადობის დარღვევა-სასწრაფოს პირველი კომენტარი დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე

12-12-2017, 19:10
ნანახია: 8068

22 წლის გოგონას აღენიშნებოდა ემოციური მდგრადობის დარღვევა-სასწრაფოს პირველი კომენტარი დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე

ჭალის დასახლებაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილის სქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი,. როგორც „დიანიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 22 წლის მარიამ ხოხაშვილი, დატრიალებული ტრაგედიის წინა დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა და დახმარების თხოვნით, სასწრაფოც გამოიძახა.

"საგანგებო სიტაუციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება გულ-მკერდის არეში ტკივილის მოტივით, 10 დეკემბერს, 17:52 საათზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ და ადგილზე მივიდა 18:05 საათზე. 22 წლის გოგონას აღენიშნებოდა ემოციური მდგრადობის დარღვევა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, შესაბამისად, მისი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.”-აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.
შეგახსენებთ, გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი, მარიამ ხოხაშვილი და თამრიკო ავალიშვილი გარდაცვლილები გუშინ, 11 დეკემბერს საკუთარ სახლში ნახეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android