დღის თემები
» » ხვალ გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება.

ხვალ გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება.

5-12-2017, 18:34
ნანახია: 1600

ხვალ გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება.

6 დეკემბერს, 12:30 საათზე წმინდაწყლის დასახლებაში  ახლადმოწყობილი სკვერი საზეიმო ვითრებაში გაიხსნება. ამის შესახებ "დიანიუსს" მერიიდან აცნობეს.  ცერემონიას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, შიდა ქართლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.  სკვერის მშენებლობის სამუშაოები პოლონეთის მხარემ დააფინანსა. 2016 წელს ადგილობრივ თვითმმართველობას გრანტის მოძიებაში პოლონეთის ქალაქ კარტუზის მუნიციპალიტეტი დაეხმარა.  სკვერის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 95 984 ლარი შეადგინა. პროექტის მიხედვით დამონტაჟდა განათება, მოეწყობა მწვანე საფარი, განთავსდება სკამები, სავალი ნაწილი მოპირკეთდება ბეტონის დეკორატიული ფილებით. პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური იყო. 1921 წელს პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლისა და ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ პოლონეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ვარშავის ქართულ ემიგრაციას პილსუდსკი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა.скачать dle 10.3Скачать игры для Android