დღის თემები
» » სოფელ ატენში ღვინის ფესტივალი გაიმართა

სოფელ ატენში ღვინის ფესტივალი გაიმართა

19-06-2017, 10:55
ნანახია: 917

სოფელ ატენში ღვინის ფესტივალი გაიმართა

სოფელ ატენში ღვინის ფესტივალი "ატენი 2017" გაიმართა. ფესტივალში შიდა ქართლის რეგიონის 20-ზე მეტი საოჯახო მარანი და მეღვინე მონაწილეობდა. ფესტივალზე დასასწრებად სტუმრები, სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩავიდნენ. მათ ღვინოები დააგემოვნეს და გამართულ კონცერტს დაესწრნენ. ფესტივალზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება და მისი მიზანი ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაცია და ატენის ხეობაში ტურისტების მოზიდვაა.


скачать dle 10.3Скачать игры для Android