დღის თემები
» » საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის” კონკურსში ტ/კ „დია“-მ გაიმარჯვა

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის” კონკურსში ტ/კ „დია“-მ გაიმარჯვა

27-11-2017, 18:16
ნანახია: 1891

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის”  კონკურსში ტ/კ „დია“-მ გაიმარჯვა

„საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის”კონკურსში  ტელეკომპანია "დია"-მ გაიმარჯვა. რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში „დიას" თანამშრომლები 2018-19 წწ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით აიმაღლებენ კვალიფიკაციას საინფორმაციო გადაცემის მომზადების, ციფრული კონტენტის წარმოების, სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობის, მედია მენეჯმენტის, შემოსავლის გენერირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ახალი მედიის და სხვა, მათთვის საინტერესო სფეროებში. პროგრამის წლევანდელი გამარჯვებული „დია"-ს გარდა Marneuli TV  გახდა. ცნობისთვის, 2011 წლიდან დღემდე, ქართული მედიის სფეროს 100-ზე მეტ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საშუალება პროგრამის ფარგლებში თავად ენახათ, თუ როგორ მუშაობენ ტელევიზიები და რადიოები აშშ-ში და აგრეთვე აქ, ადგილზე ემუშავათ ამერიკელ კოლეგებთან.

скачать dle 10.3Скачать игры для Android