დღის თემები
» » ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა - ლევან დავითაშვილი მოსახლეობას მიმართავს

ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა - ლევან დავითაშვილი მოსახლეობას მიმართავს

19-10-2017, 13:07
ნანახია: 861

ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა - ლევან დავითაშვილი მოსახლეობას მიმართავს

ჩვენი მოწოდება იყო, რომ ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა - ეს განცხადება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეებზე და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის თქმით, მწერის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მომზადებული და დაფუძნებულია წლის განმავლობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მომზადებული სტრატეგია დაფუძნებული ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ დაგვიგროვდა წლის განმავლობაში მავნებელთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ის რჩევები რაც ჩვენ მივიღეთ წამყვანი ექსპერტებისგან, ბოლომდე, 100%-ით რა თქმა უნდა ვერ იყო თანხვედრაში იმ ბიოლოგიასთან, რაც მავნებელმა გამოიჩინა საქართველოს კლიმატში და პირობებში. შედეგებს უნდა მივაღწიოთ ერთობლივი ბრძოლით. ჩვენი მოწოდებაც იყო რომ ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა იმიტომ, რომ მასშტაბი იმდენად დიდია ამ გამოწვევის, იმდენად დიდი და კომპლექსურია ამ მავნებლის გავრცელება, რომ თუ მხოლოდ ჩვენ ჩავატარებთ რაღაც ღონისძიებებს და ჩაატარებს ნაწილი ფერმერების და რომელიმე ნაწილი მაინც არ ჩაატარებს ღონისძიებებს, ჩავთვალოთ, რომ ფუჭია ან ნაკლებად ეფექტიანია ჩვენი ღონისძიებებიც და დანარჩენი ფერმერების ძალისხმევაც,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.скачать dle 10.3Скачать игры для Android