დღის თემები
» » გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი წყვილი განქორწინდა

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი წყვილი განქორწინდა

16-10-2017, 13:53
ნანახია: 796

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი წყვილი განქორწინდა

შემცირებულ რეგისტრირებულ ქორწინების ფონზე განქორწინების რაოდენობა იზრდება. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს(25 101.) 4056 ნაკლები ქორწინება დაფიქსირდა, ვიდრე 2015 წელს(29 157 ). აქედან 2015 წელს საქალაქო დასახლებაში 17 127 წყვილმა, ხოლო სასოფლო დასახლებაში 12 030 გააფორმა ქორწინება. 2016 წელს კი საქალაქო დასახლებაში, რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 14 961 იყო, სასოფლო დასახლებაში კი 10 140. თბილისში 2015 წელს 8 249 წყვილმა დაარეგისტრირა ქორწინება. 2016 წელს კი, რეგიტრირებულ ქორწინებათა რაოდენობამ 7 304 შეადგინა. რაც შეეხება განქორწინებას, 2016 წელს განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, აქედან 6 565 საქალაქო დასახლებაში 6 565 (68.8%), ხოლო 2 974 (31,2%) სასოფლო დასახლებაში.скачать dle 10.3Скачать игры для Android