დღის თემები
» » სპეცოპერაცია ფონიჭალაში

სპეცოპერაცია ფონიჭალაში

12-06-2017, 13:26
ნანახია: 1080
სპეცოპერაცია ფონიჭალაში

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდიოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა დაგასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.



 

скачать dle 10.3Скачать игры для Android