დღის თემები
» » ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან ხანძარი ლოკალიზებულია

ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან ხანძარი ლოკალიზებულია

4-09-2017, 09:47
ნანახია: 707

ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან ხანძარი ლოკალიზებულია

ოკუპირებულ ზემო ოტრევთან, ხანძარი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კვამლი და ცეცხლი აღარ ჩანს. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქებს წაეკიდა და დასახლებულ პუნქტამდე ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობდა. ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდირება ღამის 3 საათისთვის გახდა შესაძლებელი. ადგილზე რჩება 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, აქედან ორი მორიგეობას ფლავისმანის სასაფლაოსთან აგრძელებს, სადაც ქარის გაძლიერების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ცეცხლი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულიყო. მთელი ღამის განმავლობაში აქ იმყოფებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ქართულმა მხარემ დახმარება შესთავაზა მათ თუცა გუბერნატორის ინფორმაციით დახმარებაზე მათ უარი მიიღეს. ცეცხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, საღამოს 20:00-დან 21:00 საათის შუალედში ტყეში გაჩნდა. ხანძარი ქართულ სოფელ ფლავისმანთან დამონტაჟებული ე.წ სასაზღვრო ბანერიდან 100 მეტრის დაშორებით იყო, რის გამოც, ადგილზე შსს და სახანძრო ბრიგადები მივიდნენ.скачать dle 10.3Скачать игры для Android