დღის თემები
» » კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში 54 ქულით შეფასდა-MDF-ის კვლევა

კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში 54 ქულით შეფასდა-MDF-ის კვლევა

13-06-2017, 13:44
ნანახია: 981


კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში 54 ქულით შეფასდა-MDF-ის კვლევა

 

კვლევების თანახმად, კრემლის საინფორმაციო გავლენისა და მასზე რეაგირების მხრივ ყველაზე მოწყვლადი უნგრეთია, რომელიც 61 ქულით შეფასდა, მას მოსდევს საქართველო (54), უკრაინა (49) და ჩეხეთის რესპუბლიკა (48). საპილოტე კვლევა, რომელიც საქართველოში, უკრაინაში, უნგრეთსა და ჩეხეთში პირველად ჩატარდა, გავლენისა და რეაგირების ბლოკს მოიცავს: გავლენის ბლოკიქვეყნის საინფორმაციო სივრცეში, კრემლის მიერ მართული ნარატივების შეღწევადობას და იმ საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობას აღწერს, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანაში კრემლის მიზნების მისაღწევად გამოიყენება. რეაგირების ბლოკირუსეთის ნეგატიური ინფორმაციული გავლენის ესკალაციაზე საზოგადოების შიდა წინააღმდეგობას, ნეგატიურ შედეგებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების უნარს, კრემლის ინფორმაციულ ოპერაციებთან ბრძოლის პრაქტიკების არსებობას აღწერს. საქართველოში ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, „გარდა სამთავრობო ფრაგმენტული რეაგირებისა, საჭიროა, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შექმნა და ყველა სახელმწიფო უწყებასთან აქტიური თანამშრომლობა. კვლევა ოთხივე ქვეყანაში ექსპერტულ ფოკუს ჯგუფში შემუშავებული კითხვარის საფუძველზე ჩატარდა, მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 18 წევრი ხელმძღვანელობდა. კვლევა მოიცავს 2015 – 2017 წლების ანალიზის. კრემლის გავლენის ინდექსის კვლევა, მარშალის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android