დღის თემები
» » ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებაში დაადანაშაულა

ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებაში დაადანაშაულა

6-09-2017, 16:44
ნანახია: 749

ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებაში დაადანაშაულა

"ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილი კვლავ არჩევნების წინ გაახსენდა, რათა ისევ სატყუარა იყოს ხალხისათვის, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანააძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა რომ, ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატრიმრების საკითხით მანიპულირებს. "სამწუხაროდ "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება საზოგადოების დაცინვა, ხალხის მასხრად აგდება, კომედია და ხალხის ნერვების მოშლა. დადასტურდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" ჩვენ ურცხვად გვატყუებდა. კარგად გვახსოვს, რომ პრემიერ-მინისტრების, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეების და უმრავლესობის წევრების განცხადებები, წლების განმავლობაში, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას გადაცემული ჰქონდა მოთხოვნა სააკაშვილის ძებნასთან და ექსრადირებასთან დაკავშირებით. გუშინ განაცხადა ხელისუფლებამ მზაობა და მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ახლა გაუგზავნა მოთხოვნა უკრაინას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ბურჯანაძის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ედავები არა აგვისტოს ომს, არამედ ედავები ოთხ პიჯაკს.скачать dle 10.3Скачать игры для Android