დღის თემები
» » პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების თარიღს გამოაცხადებს

პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების თარიღს გამოაცხადებს

22-08-2017, 11:04
ნანახია: 677

პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების თარიღს გამოაცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ქვეყნის პირველი პირის ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაინიშნა. მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტულ თარიღს გამოაცხადებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება 27 ივნისს გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. მაშინ პრეზიდენტმა განმარტა, რომ ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაიწყება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.скачать dle 10.3Скачать игры для Android