დღის თემები
» » "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გორელებს მერობის კანდიდატი წარუდგინეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გორელებს მერობის კანდიდატი წარუდგინეს

21-08-2017, 11:24
ნანახია: 1853

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გორელებს მერობის კანდიდატი წარუდგინეს

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიიდან, ქალაქის ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად რევაზ კახნიაშვილი იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი პარტიამ გორელებს მინდია გოდერძიშვილი წარუდგინა. შეკრებაზე აზსევე დასახელდა რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, რომელთა უმეტესობა ახალი სახეებია. რეზო კახნიაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და გორელებს უკეთეს მომავალს ჰპირდება. შეკრებაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ ვაშაძემ წარდგენილი კანდიდატების დადებით მხარეებსა და მათ პროფესიონალიზმზე ისაუბრა. განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც. შეგახსენებთ ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

скачать dle 10.3Скачать игры для Android