დღის თემები
» » ევროპული საქართველოს წევრებს ორი წლის განმავლობაში “ეგონათ“, რომ ნაციონალური მოძრაობის წავრები იყვნენ

ევროპული საქართველოს წევრებს ორი წლის განმავლობაში “ეგონათ“, რომ ნაციონალური მოძრაობის წავრები იყვნენ

2-10-2018, 10:56
ნანახია: 617

გუშინ, 1 ოქტომბერს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლებმა, რომლებიც „ევროპული საქართველოს" წევრებად ითვლებოდნენ, განაცხადეს, რომ პარტიას ტოვებენ და „ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ


რადიო „მარნეულის" ინფორმაციით, წევრები, რომლებმაც პარტია დატოვეს, აცხადებენ, რომ მათ „ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. მათი თქმით, დღემდე ფიქრობდნენ, რომ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოდან" პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ განაცხადა.

შეგახსენებთ „ევროპული საქართველო" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოეყო ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას".

ფოტო: რადიო "მარნეული”

скачать dle 10.3Скачать игры для Android