დღის თემები
» » მიხეილ გოგინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ წელიწადს გვარწმუნებს, რომ არჩევნებს მოიგებს და ვხედავ როგორ აგებენ

მიხეილ გოგინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ წელიწადს გვარწმუნებს, რომ არჩევნებს მოიგებს და ვხედავ როგორ აგებენ

1-10-2018, 17:02
ნანახია: 635

 

 

 

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათი ლიდერების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა სწორი აქცენტები დასვა. მიხეილ გოგინაშვილი, კახა კალაძის განცხადებას, ოპონენტების მიერ გამოთქმული არასამართლიანი  ბრალდებების პასუხად აღიქვამს.

 

"ზუსტად იყო ჩამოყალიბებული აზრი, ეს დაკავშირებულია ცილისმწამებლური პოლიტიკის გატარებასთან, რაც დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის წინასაარცევნო ქმედებებთან, იმ აჟიოტაჟთან, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ არის წამოწყებული . წლების განმავლობაში ეს პარტია ცრუობდა და ცდილობდა თავისი დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინა, ასე ხდებოდა ყველა ასპექტში. ძალიან კარგად გვახსოვს ძალადობაზე და წართმევაზე აწყობილი პოლიტიკა, კარგად გვახსოვს მედიასთან დამოკიდებულება და იარაღით შევარდნა ტელევიზიაში და მე კარგად მახსოვს ყოველ წელიწადს მათი დარწმუნებით წარმოთქმული განცხადებები, რომ გამოდიან და ამბობენ აუცილებლად მოვიგებთ არჩევნობსო და როგორ აგებენ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება წელსაც"-განაცხადა"ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ გოგინაშვილმა.
 

 

"ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებს.

  


скачать dle 10.3Скачать игры для Android