დღის თემები
» » ბადრი ბასიშვილი: 27 დღეში საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება - “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირასაა

ბადრი ბასიშვილი: 27 დღეში საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება - “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირასაა

1-10-2018, 16:43
ნანახია: 2282

ბადრი ბასიშვილი:  27 დღეში საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება - “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირასაა

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი ბასიშვილი, მმართველი გუნდის მიერ, დედაქალაქში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი აზრით მე-7 წელია საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება, რაც "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებას ყოფნის პერიოდის საზეიმოდ აღნიშვნის უფლებას არ აძლევს.


 "რომელ ცხრა წელზე და წინა ხელისუფლებაზეა საუბარი, როდესაც მე-7 წელი დაიწყო და ქართველი მოსახლეობა ყოველდღე ღარიბდება. თუ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხარვეზები იყო, დღეს შიდა ქართლს მართავს გუბერნატორი, რომელიც სწორედ იმ სისტემაში მუშაობდა იმ დროს, რომელსაც წლებია "ქართული ოცნება"გვამადლის. მერწმუნეთ, ეს მაფიოზური კლანი მალე ჩამოსცილდება ხელისუფლების სადავეებს და 27 დღეში ჩვენს ქვეყანას ახალი ხელისუფლება ეყოლება. სალომე ზურაბიშვილი და პუტინის მონები ქვეყანას ვეღარ მართავენ"-განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

 

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android