დღის თემები
» » „დაახვიე“ ახლა აქედან! - ირმა ინაშვილი აკაკი ბობოხიძეს

„დაახვიე“ ახლა აქედან! - ირმა ინაშვილი აკაკი ბობოხიძეს

1-10-2018, 16:19
ნანახია: 1014

 „დაახვიე“ ახლა აქედან! - ირმა ინაშვილი აკაკი ბობოხიძეს

„ომეგა ჯგუფისა" და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების თემაზე ბიუროს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

ბიუროს სხდომა დახურულია, თუმცა სხდომათა დარბაზში ბიუროს წევრები დარჩნენ და მათ შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრს, აკაკი ბობოხიძეს მიმართა სიტყვებით: „დაახვიე ახლა აქედან", თუმცა ინაშვილს ბიუროს სხდომაზე გამართულ კამათში მონაწილეობა არ მიუღია.

ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს" წევრებმა სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფის" საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, ფარული ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ბიზნესის რეკეტს და ფულის გამოძალვას.

უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს მიმართეს ერთგვარი რიტორიკული კითხვით, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რაზეც პარლამენტს რეაგირება უნდა მოახდინა და შესაბამისი უწყებები დაებარებინა.

უმცირესობას დეპუტატმა ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის წევრები პირველ რიგში იმით უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რამდენად კანონიერად ხდება ფარული ჩანაწერების მოპოვება და ხომ არ აქვს ადგილი პირად სივრცეში უკანონო შეჭრას. ამ კონტექსტში ბესელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა კანონმდებლობა ფარული ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით. ცხარე კამათი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დისკუსიაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო. კობახიძემ უმცირესობის ბრალდებებს კონტბრალდებებით უპასუხა და 9-წლიან რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო კომედია.

скачать dle 10.3Скачать игры для Android