დღის თემები
» » ბიძინა ივანიშვილი - ,,სამწუხაროდ 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო"

ბიძინა ივანიშვილი - ,,სამწუხაროდ 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო"

1-10-2018, 14:59
ნანახია: 1388

„ქართული ოცნების" გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

მიმართვის ვიდეოს "ქართული ოცნება" ავრცელებს. ექსპრემიერი ივანიშვილმა გამოსვლის დიდი დრო დაუთმო ოპონენტების კრიტიკას და აღნიშნა, რომ "რაც დააშავეს თვითონ, ცდილობენ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ". 


"სამწუხაროდ 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ რაც ხდებოდა 2012 წლამდე და მას შემდეგ როგორ თანმიმდევრულად ვცვლით ამ სიმახინჯეებს. ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით. ამის მიუხედავად, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც დააშავეს თვითონ, ცდილობენ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android