დღის თემები
» » ბიზნესის რეკეტის საქმე - ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლონდონში სასამართლოზე გამოსაცხადებლად წასასვლელი ფული არ აქვს

ბიზნესის რეკეტის საქმე - ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლონდონში სასამართლოზე გამოსაცხადებლად წასასვლელი ფული არ აქვს

28-09-2018, 12:39
ნანახია: 329

ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური ტელეკომპანია "იბერიას" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით მზად არის კითხვებს უპასუხოს, თუმცა ამბობს , რომ ლონდონში გასამგზავრებლად ფინანსური რესურსი არ აქვს.

ნოდარ ხადური აცხადებს,რომ მას არცერთ გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სხვისთვის მიუცია უფლება, რომ მისი სახელით ესაუბრა.

 

„იბერიას საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ისევე როგორც ჩემი გვარი და სახელი არ ფიგურირებს არცერთ სხვა საქმეში, მათ შორის არც ომეგა ჯგუფთან.
არ ვიცი, რაზე საუბრობდა ორი ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემებზე საუბრობენ,  იმიტომ რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია.
არავისთვის მიუცია რწმუნება რომ მისი მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს სუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია.
ხადურის ფინანსთა მინისტრად მუშაობისას მთავარი მიღწევა იყო რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახური ისევ როგორც საგამოძიებო სამსახური გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებულის საქმე.


 
„ჯერ მიკვირს, რატომ ლონდონის სასამართლო? იმიტომ რომ არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და არც ისინი არიან.
ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება."-აცხადებს ხადური.

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android