დღის თემები
» » ,,პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს..."

,,პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს..."

26-09-2018, 18:08
ნანახია: 6734

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანამდებობიდან წასვლის წინ ხმაურიან გადაწყვეტილებებს მიიღებს და აქედან ერთ-ერთი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალება იქნება. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„საფიქრალი ბატონ პრეზიდენტს ბევრი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი თავისი თანამდებობიდან არ გაიპარება. იგი დატოვებს  პრეზიდენტის სავარძელს ხმაურიანი ნაბიჯებით და არა მხოლოდ ამ თემით.

„ვხედავთ, მასზე დიდი სიამოვნებით დავდამსხმელ „მეოცნებე" პარლამენტარების სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ. ექიმი „მეოცენებეთა" პარლამენტში, ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თუკი დაავადება მძიმეა, გადაიდგას ნაბიჯი შეწყალებისკენ. ხოლო, რეჟისორი ღიად აიძულებს პრეზიდენტს, რომ არც კი იფიქროს ამ ადამიანის შეწყალება. 

საზოგადოებაშიც, რასაკვირველია, განსხვავებული აზრი არსებობს. მგონია, რომ ჰუმანიზმი უფრო მეტი ღირებულებაა სახელმწიფოსთვის, ვიდრე შურისძიება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ვრცლად ეს ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ „რეზონანსის" 27 სექტემბრის, ხუთშაბათის ნომერში

скачать dle 10.3Скачать игры для Android