დღის თემები
» » გორში, ფეხბურთის ქალთა გუნდს სახელი სტალინის საპატივსაცემოდ გადარქვეს?

გორში, ფეხბურთის ქალთა გუნდს სახელი სტალინის საპატივსაცემოდ გადარქვეს?

17-08-2017, 11:19
ნანახია: 1830

გორში, ფეხბურთის ქალთა გუნდს სახელი სტალინის საპატივსაცემოდ გადარქვეს?

 

გორში, ფეხბურთის ქალთა გუნდს სახელი გადაარქვეს. Lady Gori-ს „სოსელო" დაერქვა. გუნდისთვის სახელის შეცვლას, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" მოქალაქეების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ გუნდის თავკაცებმა აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოთა დიქტატორის, სტალინის საპატივსაცემოდ მიიღეს. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გუნდს „სოსელო" გორის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ქალთა საფეხბურთო გუნდი გორში 4 თვის წინ შეიქმნა და მასში 10 დან 25 წლამდე გოგო ირიცხება.



скачать dle 10.3Скачать игры для Android