დღის თემები
» » გორში ამერიკული საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდა (ფოტო)

გორში ამერიკული საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდა (ფოტო)

31-07-2017, 14:12
ნანახია: 2847

გორში ამერიკული საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდა (ფოტო)

გორში დღეს, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები გამოჩნდნენ. მათ ცენტრალური მოედანი გაირეს, ადგილი სადაც სტალინის ძეგლი სამოც წელზე მეტ ხანს იდგა და სადაც 9 წლის წინ რუსული ჭურვები ცვიოდა. ტექნიკის გამოჩენას ადგილობრივები საქართელოს და ამერიკის დროშებით დახვდნენ.მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი"აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი ფოთის პორტში გუშინ შევიდა. ფოთიდან ტექნიკა გორის გავლით წაიყვანეს თბილისში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სთრაიკერი" საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. ,,ღირსეული პარტნიორი 2017” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან კი ქართველი და უცხოელი სამხედროები თბილისის შემოგარენში სწავლებას დაიწყებენ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android