დღის თემები
» » ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის-პოროშენკო

ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის-პოროშენკო

19-07-2017, 15:58
ნანახია: 1247

ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის-პოროშენკო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ერთად დღეს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პორიოშენკო სოფელ ოძისში არსებულ ვითარებას გაეცნენ. პრეზიდენტებმა ოძისის ქართული საგუშაგოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერეს. ოძისიდან მარგველაშვილი და პოროშენკო სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საოკუპაციო ზოლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის მონიტორებისგან ადგილზე მიიღო დეტალური ინფორმაცია. სოფელ ხურვალეთში უკრაინის პრეზიდენტს საოკუპაციო ზოლის უფრო ახლოს დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა. პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ.

"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android