დღის თემები
» » პარტია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცლებს

პარტია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცლებს

17-07-2017, 18:46
ნანახია: 1209

პარტია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცლებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "დიანიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ"-ნათქვამია განცხადებაში. 

скачать dle 10.3Скачать игры для Android