დღის თემები
» » ამერიკის ელჩი კასპის რაიონში ნანახით შოკირებული დარჩა

ამერიკის ელჩი კასპის რაიონში ნანახით შოკირებული დარჩა

17-07-2017, 15:17
ნანახია: 3359

ამერიკის ელჩი კასპის რაიონში ნანახით შოკირებული დარჩა

 

”მოგეხსენებათ, მე ზუსტად ვესტუმრე იმ ადგილს, მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ნამდვილად, შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან”-აღნიშნული განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ილჩმა გაიხსენა 14 ივლისს, კასპის რაიონში მისი ვიზიტი და აღნიშნა, რომ ნანახით შოკირებულია.

„შემაძრწუნებელია, რომ ასეთი რამ ხდება და ის ნეგატიური გავლენა ადამიანურ დონეზე არის ძალიან მაღალი, თუნდაც ის, რომ ფერმერები ვეღარ შედიან თავის მიწის ნაკვეთებში, ხალხს არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილდნენ და ნახონ. მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს სრულად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა, მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის ხელის შეწყობა და "ბორდერიზაცია" არანაირად არ უწყობს ხელს პროგრესს ამ ფორმატის. მხარდაჭერა გულისხმობს ასევე იმას, რომ მივეხმაროთ საქართველოს, რომ შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენენიტეტის დარღვევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს დახმარებით, რომ განვითარდეს, გახდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, რომ მოხდეს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება"-განაცხადა ამერიკის ელჩმა.


 

скачать dle 10.3Скачать игры для Android