დღის თემები
» » როდის წარადგენს ენმ გორის მერობის კანდიდატს

როდის წარადგენს ენმ გორის მერობის კანდიდატს

10-07-2017, 12:24
ნანახია: 844

როდის წარადგენს ენმ გორის მერობის კანდიდატს

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა, გორის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აგვისტოში წარადგენს. ამის შესახებ პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა თოქ-შოუ „კვირის რეალობაში" განაცხადა. ბასიშვილი ჯერ კანდიდატების ვინაობას არ ასახელებს თუმცა ირწმუნება, რომ პარტიის რიგებში სრულიად ახალი სახეები გამოჩნდნებიან. ბასიშვილი ადასტურებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის იქნება საკრებულოს მოქმედი წევრი მინიდა გოდერძიშვილი, რომელიც საკრებულოს მუშაობას ხშირად აკრიტიკებს. შეგახსენებთ, საქართველში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. გორში ჯერ არც ერთ პარტიას კანდიდატები არ დაუსახელებია. 

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android