დღის თემები
» » ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას შეცვლის

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას შეცვლის

26-06-2017, 13:11
ნანახია: 1733

 

 

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას შეცვლის


 

 


ნიკა მელიას ადგილს საქართველოს პარლამენტში ბადრი ბასიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ საზოგადოებრივს „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც ცნობილია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის"  წევრი ნიკა მელია საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.
 „დიანიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ბადრი ბასიშვილთან შეეცადა. „მელიას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მისი ადგილის შემცვლელი პარტიულ სიაში მე ვარ. ვნახოთ, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებია წინ."-აცხადებს ბასიშვილი. 

 


скачать dle 10.3Скачать игры для Android